|
2018-07-03 20:09:24, 1002 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე შსს-ს მაღალჩინოსანზე: თუ შაბათს აქ არ ვნახავთ იოსებ სიგუას, მოგვიწევს, კონკრეტულ უწყებას მივმართოთ
„თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შაბათის სხდომაზე ბატონი იოსებ სიგუა არ გამოცხადდება, კომისია შესაბამის უწყებას მიმართავს“,- ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე დეტექტივების სამმართველოს უფროსის, იოსებ სიგუას სხდომაზე არ მისვლის ფაქტს. როგორც მან აღნიშნა, სხდომაზე გამოუცხადებლობა კანონის დარღვევაა. „მინდა მივმართო ბატონ იოსებს, რომ მასაც ველით შაბათს, 10:00 საათზე აქ, კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა არის კანონის დარღვევა, კონკრეტულად პარლამენტის რეგლამენტის 64-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა. თუ ჩვენ შაბათს არ ვნახავთ აქ ბატონ იოსებს, მაშინ მოგვიწევს მიმართვა კონკრეტულ უწყებაზე, რომ ის არღვევს კანონს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, დღევანდელ სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების - გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა პარლამენტში მხოლოდ ფიფია და ბედოიძე მივიდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, სიგუამ სხდომაზე მისვლა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ვერ შეძლო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)