19:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 17:29:09, 678 ნახვა

სამართალი
კასპში 31 წლის მშობიარე გარდაიცვალა

კასპის სამედიცინო ცენტრ „მედალფაში" მშობიარე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეაში მცხოვრები 31 წლის ქალია.

ეს ახალგაზრდა ქალის პირველი მშობიარობა იყო.

რაც შეეხება ახალშობილს, ის თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯანდაცვის სამინისტროსში აცხადებენ, რომ ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია და შესაბამის დოკუმენტებს ეცნობიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics