14:44 - 14 Aug, 2026
|
2018-07-02 13:02:22, 569 ნახვა
რეგიონი
სოფელ ქაქუთში მცხოვრებ ფატი მართალიშვილს 100 წლის იუბილე მიულოცეს და 1000 ლარი გადასცეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მცხოვრებ ფატი მართალიშვილს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. უხუცეს ქალბატონს იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძე მიულოცეს. ქალბატონ ფატის აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადასცა, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ფატი მართალიშვილი 1918 წლის 1 ივლისს ქობულეთში დაიბადა. ჰყავს 5 შვილი და 12 შვილიშვილი. „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამას სამინისტრო 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წლის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)