|
2018-07-01 12:08:53, 870 ნახვა
სამართალი
თბილისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქვეითი პატრულები გამოჩნდებიან
შინაგან საქმეთა სამინისტროში საპატრულო პოლიციის რეფორმა გრძელდება. ქვეითი პატრულების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. შესაბამისად გაფართოვდა მათი სამოქმედო არეალიც. დღეიდან 20 ჯგუფად დაკომპლექტებული ქვეითი პატრულები ვაკის პარკში, ლისის და კუს ტბების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე დედაქალაქის სტუმრების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს დაიცავენ. თავდაპირველად ქვეითი პატრულ-ინსპექტორები 10 ჯგუფად იყვნენ დაკომპლექტებული. პირველ ეტაპზე ისინი დღე-ღამის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში პატრულირებას ახორციელებდნენ: შარდენის, ბამბის რიგის, კოტე აფხაზის, ტაბიძის, ვერცხლის ქუჩებზე, ასევე, ევროპის, ვახტანგ გორგასლის, ზაარბრიუკენის მოედნებზე, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის გამზირებსა და აბანოთუბნის ტერიტორიაზე. ქვეით პატრულ-ინსპექტორებს გააჩნიათ თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ზაფხულის სეზონის განმავლობაში ქვეით პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)