|
2018-06-30 15:17:08, 820 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: რეკომენდაციების განხილვა გადაიდო ორშაბათისთვის - გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ კონსენსუსის გზით
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეკომენდაციებთან დაკავშირებით კომისიაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეკომენდაციების მირება კონსენსუსის გზით უნდა მოხდეს, რათა მათ შესაბამისი ლეგიტიმაცია ჰქონდეთ. "როგორც ნახეთ რეკომენდაციების განხილვა გადაიდო ორშაბათისთვის. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა. მათ შორის მთავარი საკითხებია რამდენად შეუძლია რეგლამენტის მიხედვით კომისიას გასცეს რეკომენდაცია არა გამოძიების არამედ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. ორშაბათს შესაძლოა ვცადოთ და მივედით საერთო პოზიციამდე. ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიღებულ იქნას კომისიაში კონსენსუსის გზით, ასეთ შემთხვევაში მას ექნება მეტი ლეგიტიმაცია", - განაცხადა მდინარაძემ. ის კომისიაში "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას დაგეგმილ გამოკითხვასაც გამოეხმაურა: "რაც შეეხება ზვიად კუპრავას მოსვლას გამოკითხვაზე, არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის ის. ჩემი აზრით ჯობდა მისი გამოკითხვა მომხდარი მას შემდეგ, რაც კომისია გამოკითხავდა ინციდენტში მონაწილე პირებს და მოწმეებს. თუმცა კომისიის უმრავლესობამ ჩათვალა, რომ კუპრავას გამოკითხვა უნდა მოხდეს ამ ეტაპზე", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)