|
2018-06-29 19:19:25, 1268 ნახვა
ეკონომიკა
გაგუა: სავალუტო ფონდის მიერ პოზიტიურადაა შეფასებული დოლარიზაციის შესამცირებლად განხორციელებული ღონისძიებები
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, დიდი ინტერესი გამოიწვა ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომელიც ითვალისწინებს ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებას და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის დანერგვას ქვეყანაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საქართველოს შესახებ. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ასევე, პოზიტიურადაა შეფასებული მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ დოლარიზაციის შესამცირებლად განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებები. ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დადებით ტენდენციებზე, რომელიც 2018 წლის დასაწყისიდან ფიქსირდება ქვეყნის ეკონომიკაში. „დღეს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაისის თვისთვის, რომელმაც 7.5 პროცენტი შეადგინა. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს, მაისში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ასევე, მაღალი იყო - 5.3%. ეს ხაზს უსვამს, თუ რამდენად მდგრადი იყო ეკონომიკური ზრდა ქვეყანში. ჩვენ ასევე, გვქონდა თვალსაჩინო ზრდა ექსპორტის მიმართულებით - ექსპორტი გაიზარდა 50 პროცენტით. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ზრდის ტემპი შენარჩუნდება და ამის გარანტიაა ის რეფორმები, რომელიც ჩვენ მიერ არის ინიცირებული", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, მთავრობის კიდევ ერთი რეფორმა, რომელსაც ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს - ესაა კაპიტალის ბაზრის განვითარება, რომელიც საპენსიო რეფორმასთან ერთად, ხელს შეუწყობს ეროვნული დანაზოგების ზრდას და კერძო სექტორის გაძლიერებას.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)