|
2018-06-29 17:30:07, 794 ნახვა
ეკონომიკა
ჩერქეზიშვილი: ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე დადებითი გავლენა დღგ-ს ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემას აქვს
„ერთმნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე ის დადებითი გავლენა, რაც აქვს დღგ-ს ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებულია 226 მლნ ლარი 6 თვის მდგომარეობით, რაც უკვე აღემატება 2017 წლის წლიურ მაჩვენებელს, ხოლო შარშანდელი 6 თვის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია. „ივნისის ბოლოსთვის უკვე მობილიზებული იქნება 400 მლნ ლარის ზედმეტობის დაბრუნებისთვის საკმარისი რესურსი. ეს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია ბიზნესისთვის, რაც აისახა კიდეც ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. „საქსტატის"წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 6,1 პროცენტი დაფიქსირდა.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)