14:44 - 14 Aug, 2026
|
2018-06-29 17:00:20, 658 ნახვა
რეგიონი
ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე „კუკუშკამ“ მოძრაობა განაახლა
დღეს, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე „კუკუშკამ“ მოძრაობა განაახლა. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, პირველი რეისი დილის 7:15 წუთზე შესრულდა. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა, რის გამოც კუკუშკის გადაადგილება შეფერხდა. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ლიანდაგის მეწყერული მასისაგან გაწმენდით სამუშაოებს რკინიგზის შვილობილი კომპანია ,,GR ბორჯომი - ბაკურიანი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებდა. დღეს, კუკუშკით ბორჯომიდან ბაკურიანში ქართველებთან ერთად უცხოელმა ტურისტებმაც იმგზავრეს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)