|
2018-06-29 16:32:18, 851 ნახვა
კომენტარი
სარალიძე - როგორც ჩანს, გახარია და მისი უწყება ბრძოლაში გვიწვევს, თუ ჭკვიანად არ იქნებიან, პასუხს მიიღებენ
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილება ცოტა ხნის წინ დატოვა. ზაზა სარალიძე გამოკითხვაზე „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო იმყოფებოდა. სარალიძის თქმით, კუპრავას მხრიდან სასამართლოს მისამართით უცენზურო სიტყვების გამოყენება სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით იყო გამოწვეული. „არაფერი არ წარმოუდგენიათ იქიდან გამომდინარე, რომ იქ არაფერია წარმოსადგენი. ზვიად კუპრავამ რა სიტყვებიც დახარჯა, მაგ სიტყვებიდან გამომდინარე, ჩემს ინტერვიუშიც ჩანს, რომ გახარიას და გახარიას უწყებას მეც ვაგინებ. საგინებლები იყვნენ და ვაგინე იმიტომ, რომ დამამხეს ყველაფერი თავზე, ჭამა არ გვაცადეს. ეს იყო პირიქით, პოლიციელების გადაცდომა, რაზეც რეაგირება მოახდინა გენინსპექციამ, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ჩერდებიან და უფრო მეტი კონკრეტული დასჯა უნდა მომეთხოვა და არა მარტო საყვედურებზე უნდა დავკმაყოფილებულიყავი. თუ ჭკუით არ იქნება გახარია და მისი უწყება, როგორც ჩანს, ბრძოლაში გვიწვევენ და ამ ბრძოლასაც მიიღებენ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)