|
2015-06-01 11:29:44, 960 ნახვა
ეკონომიკა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს „ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ განსაკუთრებულად აღნიშნავს
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ განსაკუთრებულად აღნიშნავს. „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ყველა რესტორანში სტუმრად მისულ ბავშვებს სადღესასწაულო მუსიკა, ანიმაციური გმირები, სახის მოხატვა, „ვენდის“ გოგონებთან ერთად გართობა, სადღესასწაულო დეკორაცია და სპეციალური შეთავაზებები ელით. „ვენდის“ რესტორნებში kids meal-ს დაბადების დღის ცენტრის 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი მოყვება. “დანკინ დონატში“ კი დონატის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად მანჩქინს მიიღებს. ვაკეში, ჭავჭავაძის 36ა-ში მდებარე ობიექტზე, სადაც „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორანი ერთადაა განთავსებული, სტუმრად მისულ ბავშვებს განსაკუთრებული სიურპრიზები ელით. მათ Hello Kitty-ს გმირი დახვდებათ, ანიმატორი და Dj გაართობთ, მონაწილეობას მიიღებენ პროფესიულ ფოტოსესიაში და დააგემოვნებენ სადღესასწაულო ტორტს. ბავშვებს ყველა მაგიდაზე დახვდებათ გასაფერადებლები და მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სახალისო თამაშებსა და კონკურსებში და მოიგონ პრიზები. „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე მდებარეობს. ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და 2015 წლის ბოლომდე საქართველოში 15 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის.
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა
ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ
კობახიძე- ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)