|
2018-06-29 14:45:34, 835 ნახვა
სამართალი
რუსული მხარის მიერ დაკავებული ქართველი მესაზღვრეები გაათავისუფლეს
რუსული მხარის მიერ დაკავებული ქართველი მესაზღვრეები გაათავისუფლეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „შსს-ს აქტიური მუშაობის და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გათავისუფლება უმოკლეს ვადაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას 2 მესაზღვრე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს, 12 საათზე გადმოსცეს. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს 2 მესაზღვრე მიმდინარე წლის 27 ივნისს, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდა, დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად. გარკვეული დროის შემდეგ მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა საჭირო ღონისძიებას განახორციელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)