|
2018-06-29 14:11:40, 777 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური დახმარება აღარ შეწყდება
„ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური დახმარება აღარ შეწყდება “,- ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუმარტა, ამ დრომდე ოჯახში დემოგრაფიული ცვლილების დროს სოციალური დახმარება წყდებოდა და მისი ხელახალი გადაფასება ხდებოდა. „მთავრობის სხდომაზე გავიდა ერთ-ერთი მორიგი ცვლილება სოცილაური დახმარების მეთოდოლოგიაში. ადრე იყო ასეთი წესი, რომ ოჯახის წევრების დემოგრაფიული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ხდებოდა თავიდან გადაფასება ოჯახის სოციალური მდგომარეობის და ეს გადაფასება, სანამ არ დასრულდებოდა, იმ პერიოდის განმავლობაში, სოცილაური დახმარება ჰქონდათ შეწყვეტილი. ეს განსაკითრებულად მტკივნეული იყო იმ შემთხვევებში, როდესაც ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში წყდებოდა სოციალური დახმარება, ხდებოდა გადაფასება და ეს პერიოდი სამ თვემდე პერიოდს იჭერდა და მერე თუ ისევ იმ ქულებში მოექცეოდნენ, კონპენსირდებოდა წინა თვეები და გრძელდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ დიდი უკმაყოფილება იყო ამ მხრივ, და გაკეთებულმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ შეწყვეტის შემთხვევებში, 50%-ში ისევ აღდგება ეს სოციალური დახმარება და ამიტომ მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ პროექტი, რომელზეც მთავრობა დაგვეთანხმა, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში აღარ შეწყდება სოციალური დახმარება, მოხდება გადაფასება და თუ აღმოჩნდება, რომ ქულა გაიზარდა მხოლოდ ამ შემთხვევაში მოეხსნება, სხვა შემთხვევაში წყვეტა არ იქნება“, -აღნიშნა სერგეენკომ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)