|
2018-06-29 11:57:02, 907 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: მაისში 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა მთავრობის სწორი პოლიტიკის ნათელი დადასტურებაა
„საქსტატის“ ახალი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 7,5% მიაღწია, რაც არის იმის ნათელი დადასტურება, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ მონაცემებს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის იმის დადასტურება, განხორციელებული და დაანონსებული რეფორმები ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები აუცილებლად დაჩქარებული იქნება. „აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ეფექტიც. პირველ რიგში მინდა შევეხო ექსპორტის ზრდას, რომელიც, ამავე პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით გაზრდილია, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)