02:45 - 19 Aug, 2026
|
2018-06-29 11:47:21, 775 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ეროვნულ გამოცდებზე კონდენციონერების საკითხის დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდებისას კონდენციონერის მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არსებობა არათუ არალოგიკური, არამედ ძალიან ცუდი გარემოებაა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფაქტი ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი და მისი უმოკლეს ვადებში მოგვარების გზები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დადგება. „ეს არის საკითხი, რომლის დაგეგმვა ალბათ უკეთ შეიძლებოდა. აუცილებლად გავერკვევი, რატომ დადგა დღის წესრიგში ასეთი გარემოება, რომელიც ძალიან ცუდია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გუშინ განაცხადა, რომ წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისას, კონდენციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)