|
2018-06-28 14:13:32, 808 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მოწმე, საგამოძიებო კომისიის წევრებთან მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. მათ შეკითხვები ერთ-ერთ პირთან ჰქონდათ, რომელიც მოზარდებს შორის ჩხუბის დროს შემთხვევის ადგილზე, ავტომობილში იმყოფება. როგორც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ აღნიშნა, მოწმე მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. „მოწმემ, რომელიც იჯდა მანქანაში და ხედავდა ყველაფერს, რაც მისი მანქანის წინ ხდებოდა, მან ჩვენ მოგვცა ჩვენება. სავარაუდოდ, მას კიდევ მოუწევს ჩვენების მიცემა უკვე კომისიის გაფართოებული შემადგენლობის წინაშე. ჩემი შთაბეჭდილება არის ის, რომ შეუძლებელია ადამიანს, რომლის წინაც ხდება ასეთი დანაშაული, ეს არ დაენახა. თუმცა ის დეტალებზე არ საუბრობს. ცოტა არ იყოს დაუჯერებელია, რომ ის ვერაფერს ვერ იხსნებეს დავერაფერი დაინახა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, რთულია იმის დაჯერება, რომ აღნიშნულ მოწმეს არაფერი ახსოვს. „საქმეში არსებობს არაერთი მოწმე, რომ ადამიანი, რომელიც ბოლოს გამოვკითხეთ, იყო შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით. ამ ფონზე ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი ვერაფერს იხსენებს და არ იძლევა ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა. რთულია იმის დაჯერება, რომ 5 მეტრში უყურებდე მოვლენების განვითარებას და შემდეგ არ გახსოვდეს არაფერი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)