|
2018-06-28 10:39:40, 535 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის განათლების სამინისტროსა და მთამსვლელთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის მთავრობაში aფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ეხება აღმოსავლეთ კავაკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელის მინიჭების საკითხს. "მიმაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის, ახლგაზრდობისათვის, ადამიანებში გმირული სულისკვეთების ჩამოყალიბებისთვის ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, მას დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან, ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფა სამუდამოდ დაკავშირებულია აფხაზეთის ტრაგედიასთან. ჟიული შარტავას სახელით მონათლული მწვერვალი კი ამ ტრაგედიის გამოძახილად და ჩვენი ქვეყნის გაერთიანების სიმბოლოდაც კი შეიძლება იქცეს. ვიანიდან ამ მწვერვალს დალაშქრავს უამრავი ქართველი თუ უცხოელი მთამსვლელი, განვითარდება მასობრივი ალპინიზმი და სამთო ტურიზმი. ხელი შეეწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სხვა მრავალ სიკეთეს, რომელიც ალპინიზმს ახასიათებს. მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, საჭიროა მთამსვლელთა სპეციალური ჯგუფის გაგზავნა აღმოსავლეთ კავკასიონზე, როგორც მწვერვალის შესარჩევად, ისე, გარკვეული კატეგორიის სირთულის ასვლის გზის დასადგენად. მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მწვერვალის დამლაშქვრელთა მასობრივი მოზიდვისა და დაინტერესებისათვის. ვფიქრობ შესაბამის ვადებში ყველაფერი მოესწრება და ეს არაჩვეულებრივი პროექტი წარმატებით განხორციელდება. მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და საქართველოს მთასვლელთა ფედერაციის პრეზიდენტმა შოთა მირიანაშვილმა მოაწერეს ხელი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)