11:42 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 15:26:12, 632 ნახვა

რეგიონი
700-ზე მეტი გიდი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი მთიან აჭარას გაეცნო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს მთიანი აჭარის პოპულარიზაციას.

ამჯერად, სააგენტომ საქართველოში მოქმედი მსხვილი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს მაჭახელას ხეობის ტურისტული პროდუქტები გააცნო. ინფოტურის მონაწილეებმა მთიან აჭარაში მოგზაურობა ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან დაიწყეს, სადაც 4000-ზე მეტი ექსპონატით აჭარაა წარმოდგენილი. მუზეუმის შემდეგ ისინი სოფელ მირვეთს ესტუმრნენ, სადაც ულამაზესი ბზების ხეივანი, ჩანჩქერი და თაღოვანი ხიდი დაათვალიერეს. მაჭახელას ხეობაში სტუმრობისას კი ინფოტურის მონაწილეებმა მაჭახელას თოფის ტურისტული მარშრუტი გაიარეს, რომელიც გვარას ციხეს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ქვემეხს, მაჭახელას თოფის მონუმენტს, ცხემლარას თაღოვან ხიდსა და ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს მოიცავს. ისინი მაჭახელას ფოლკლორული გუნდის მიერ შესრულებულ ცეკვებსაც დაესწრნენ და საოჯახო-სასტუმრო სახლში ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონში არასაზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარება/პოპულარიზაციის მიმართულებით მუშაობს.  დღემდე მთიან აჭარაში 15-მდე სხვადასხვა თემატიკის ტურისტული მარშრუტის განვითარება მოხდა, რომელთა პოპულარიზაციის მიზნით სააგენტომ ბოლო ორ წელში 700-ზე მეტ გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო მთიანი აჭარა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics