01:51 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 15:03:20, 627 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - მინისტრების გვარებს ყველა თქვენგანი შეიტყობს მაშინ, როდესაც პარლამენტში წარვდგებით

„მინისტრების გვარებს ყველა თქვენგანი შეიტყობს მაშინ, როდესაც პარლამენტში წარვდგებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო სტრუქტურული ცვლილებების განხილვა მოკლე ვადაში დასრულდება.

„ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები სამინისტროების რაოდენობაზე ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და გადავუგზავნეთ პარლამენტს განსახილველად. იმედი გვაქვს, ეს პროცედურა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდება და საშუალება მომეცემა, პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარვდგე ახალი, განახლებული სამთავრობო გუნდით. რაც შეეხება გვარებს, გვარებს ყველა თქვენგანი შეიტყობს მაშინ, როდესაც ჩვენ წარვდგებით პარლამენტში. ვფიქრობ, გვარებზე დღეს საუბარი ჩემი მხრიდან არაკორექტული და ერაეთიკური იქნება. პარლამენტში ჩვენ წარვდგებით განახლებული სამთავრობო გუნდით და პირველ რიგში თქვენ, მედია და თქვენი მეშეობით საზოგადოება შეიტყობს ამის შესახებ“, - განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრის, მათ შორის თეა წულუკიანის არ გამოცხადებას, ბახტაძემ განმარტა, რომ მინისტრების ნაწილი მივლინებაში ან შვებულებაში იყო.

„მინისტრების გარკვეული ნაწილი იყო მივლინებაში ან შვებულებაში, აქედან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანი ვერ დაესწრო მთავრობის გუშინდელ სხდომას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics