|
2018-06-27 14:32:41, 692 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი მოხვდება
„ბუნებრივია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სიაში შეყვანილ ყველა პირს საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულებში ედებათ ბრალი. „ჩვენ გავაკეთეთ სია, მასში არის 33 ადამიანი. პირველ რიგში მინდა, გითხრათ, რომ 33-ვე ადამიანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებში საქართვეელოს მოქალაქეების წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს არის სია, რომელიც აუცილებლად გაფართოვდება. გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც თქვენ დაასახელეთ და რომელსაც რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი ორგანოების დასკვნები და სამართალდამცავი ორგანოები 24 საათი მუშაობენ ამ თემაზე, არა მხოლოდ უშუალო შემსრულებლები, არამედ ის ადამიანები, რომლბმაც მათ ხელი დააფარეს, ისინიც მოხვდებიან ამ სიაში. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება“, - განაცხადა პრემიერმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)