|
2018-06-27 14:00:03, 686 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: „ქართუს“ რეზერვი ამოიწურა და ნურც ის გაგვიკვირდება, თუ ამ ბანკის მზარეულს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში
„ამოიწურა „ქართუს“ რეზერვი და ნურც ის გაგვიკვირდება თუ ქართუს მზარეულს ვიხილავთ კაბინეტში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კარგი იქნება, თუ საზღვარგარეთიდან რომელიმე პროფესიონალს მოიწვევენ. „თუ ჩვენ გადავხედავთ „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ამ 6 წლის განმავლობაში, შეიძლება ვთქვათ, რომ ესენი არიან შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები, რომელსაც არავინ იცნობდა არასდროს და ვერც ვერავინ გაიცნობდა, რომ არა ის რომ ისინი მუშაობდნენ „ქართუ ბანკში“ ან ქართუ სისტემაში დაკავშირებულ სტრუქტურებში. ამოიწურა ქართუს რეზერვი და ნურც ის გაგვიკვირდება თუ ქართუს მზარეულს ვიხილავთ კაბინეტში. ახლა უკვე უცხოეთში ეძებენ და უცხოეთი, ბუნებრივია არ არის ქართუს გავლენის სფეროში და კარგი იქნება თუ რომელიმე პროფესიონალს მოიწვევენ საზღვარგარეთიდან, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ ღირსებისა და პროფესიული ნიშნების მქონე ადამიანმა ამ მინისტრთა კაბინეტში გადაწყვიტოს მუშაობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)