|
2018-06-27 13:02:30, 745 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე: „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში“ გარდაცვლილი ადამიანები არიან შეყვანილი
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში არ არის შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე“, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგის დროს განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ არის არასრულყოფილი. მათივე განმარტებით, 33 ადამიანში არ მოხდა რუსეთის არცერთი მოქალაქე და ასევე, პოლიტიკოსების მტკიცებით, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სიის შემადგენლობაში არსებული პირებიდან ნაწილი არის გარდაცვლილი. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მათზე სანქციების დაწესება არასერიოზულია. მათი შეფასებით, აუცილებელია სია გაფართოვდეს და შესაბამისი უწყებები უფრო სერიოზულად მიუდგნენ აღნიშნულ საკითხს. „სამწუხაროდ, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში არ არის შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე. კერძოდ, არ არიან შეყვანილი „ეფ-ეს-ბეს“ ადგილზე არსებული „გერეუს“ და ზოგადად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს და ხშირ შემთხვევაში არიან პასუხისმგებელნი არა მარტო დანაშაულის ჩადენაზე, არამედ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაზე. არც ერთი ასეთი ადამიანი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" არ მოხვდა! ჩვენ, „ევროპული საქართველო“ გავაგრძელებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც მოხვდნენ ამ სიაში, მეორე მხრივ, ამ სიამ მოიპოვოს მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებში. ჩვენი კონკრეტული ძალისხმევით ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის მოწოდება ევროკავშირის ქვეყნებისადმი, რომ მათ ამ სიაში მყოფი ადამიანები შეიყვანონ თავიანთ სანქცირებულ ადამიანთა სიაში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს სიას და განავრცოს ის. შეიყვანოს მასში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და ეს პასუხისმგებლობა იყოს უფრო მეტი, ვიდრე არის დღეს“, -განაცხადა სერგი კაპანაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)