|
2018-06-26 18:21:30, 612 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქალაქის გამწვანების სამუშაოებში ჩაერთო
ბათუმში გამწვანების სამუშაოები გრძელდება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს 80 ძირი ხე ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დაირგო. გამწვანების სამუშაოებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ჩაერთო. ქალაქის ქუჩების გამწვანების ღონისძიებები რეგულარულად ხორციელდება. წლის ბოლომდე, ქალაქში, 4000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქის მერი ჩოლოყაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ, სადაც ამ ეტაპზე გრუნტის შეცვლის სამუშაოები ტარდება. ჩოლოყაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა ე.წ. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობა, ასფალტის საფარის დაგება, ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მონტაჟი. სამუშაოები 2018 წლის მარტში დაიწყო და 2019 წლის ივნისში დასრულდება. ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 800 ათასი ლარია გამოყოფილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)