16:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 11:38:47, 989 ნახვა

სამართალი
შსს-მ რუსთაველზე აქციის დროს დაკავებული ინტერპოლით ძებნილი პირის ექსტრადიცია განახორციელა

ქართველმა სამართალდამცველებმა, ყაზახეთის მიერ ძებნილი პირის ექსტრადირება, მიმდინარე წლის 24 ივნისს განახორციელეს.

შსს-ს ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ბ.ლ., ყაზახეთის ქალაქ ასტანას ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით 2014 წლის 8 სექტემბრიდან იძებნება და მას ბრალად ედება ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ყაჩაღობასა და მკვლელობას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბ.ლ., მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი აქციას უერთდებოდა. აღნიშნულმა პირმა, მისი ვინაობის დადგენისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის დააკავეს. პირადი ჩხრეკისას ბ.ლ.-ს ცივი იარაღი - დანა აღმოაჩნდა.

დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა, რის შემდეგაც მის მიმართ მთავარმა პროკურატურამ საექტრადიციო პროცედურები განაახლა.

აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ ყაჩაღობისა და მკვლელობისთვის ძებნილი ბ.ლ.-ს ექსტრადირება ყაზახეთის რესპუბლიკაში, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics