|
2018-06-25 16:40:32, 915 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ხორავას ქუჩის საქმეზე - იყო კითხვები, რაზეც პროკურორმა და შსს-ს წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა ბახტაძის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და პროკურორმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები არ გასცეს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ის სხდომაზე დამატებითი კითხვების დასმას გეგმავს. „არ ვიქნები მართალი, რომ ვილაპარაკო რომელიმე კითხვის დამაჯერებლობაზე, იყო კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები ნამდვილად არ გასცეს ამ ადამიანებმა და ამიტომაც, დამატებითი კითხვები იქნება. საბოლოო შედეგი დამაჯერებლობის და არადამეჯერებლობის შესახებ ჩვენ უნდა მივიღოთ არა დღეს, არამედ კომისიის მუშაობის ფინალურ ეტაპზე. ერთ-ერთი კითხვა, რომლის დასმას ვაპირებ, რატომ არ იქნა ამოღებული კალანდიას ტანსაცმელი, რომელიც არის მთავარი ფიგურანტი ამ საქმეში?!“, - განაცხადა მდინარაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ კომისიის უმრავლესობა აღნიშნული ამბისგან "სხვა რაღაცის შექმნას ცდილობს". „რაც არ უნდა გასაკვირი იყოს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გამოკითხეს პროკარატურისა და შსს-ს წარმომადგენელი და არ დასვეს მთავარი კითხვები. საუბარია იმ კითხვებზე, რომელიც აქვს ზაზა სარალიძეს, ფარდულის ნაწილის გარდა. ამიტომ ჩვენ ამ კითხვებს დავსვამთ და საკმაოდ კრიტიკულად. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში, კომიის უმრავლესობაში მყოფი ადამანები ცდილობენ რაღაცის გამოყვანას, ჩვენ ვცდილობთ სიმართლის დადგენას, იმიტომ რომ ეს არის საქმე, სადაც არანაირი ტენდენცია და ტენდენციური მიდგომა, არანაირი მიზნით არ არის გამართლებული“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)