|
2018-06-25 16:13:21, 795 ნახვა
კომენტარი
ჩერქეზიშვილი: საქართველო საზღვაო ქვეყანაა და საზღვაო სერვისების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია
მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სიმულატორების ოთახი გახსნა, რომელიც თხევადი ტვირთების გემებზე დასაქმებული სპეციალისტების მომზადებას მოემსახურება. მინისტრს მეგზურობა აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ გაუწია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ახალი სიმულატორები კიდევ ერთი დამატებითი სერვისი იქნება როგორც ქართველის სტუდენტებისთვის, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სპეციალისტებისთვის, რადგან მათ შესაძლებლობა ექნებათ, აქ გაიარონ მაღალკვალიფიციური ტრენინგები. ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას, გიორგი ჩერქეზიშვილი ასევე გაესაუბრა აკადემის პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთაც მეზღაურთა საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. „პირველ რიგში, მინდა, მეზღვაურის საერთაშორისო დღე მივულოცო მეზღვაურებს და დარგში დასაქმებულ ყველა ადამიანს - ეს დღე ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო საზღვაო ქვეყანაა და საზღვაო სერვისების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ასევე მაღალკვალიფიციური მეზღვაურების და ამ დარგის სპეციალისტების გამოშვება. ამ მიზანს ემსახურება დღეს ჩვენი ვიზიტი საზღვაო აკადემიაში, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული სასწავლებელი არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)