|
2018-06-25 15:09:25, 992 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, თუმცა მას ინკლუზიურობის კომპონენტი აკლია
"დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს ძალიან ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, თუმცა მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც პრემიერმა განმარტა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და განაწილებაში თანაბრად არ მონაწილეობს "საქართველოს პარლამენტში წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა საკმაოდ ამბიციური რეფორმათა პაკეტით. რა თქმა უნდა, მათი დიდი ნაწილი ემყარება წარმატებული ეკონომიკების გამოცდილებას. მე რამდენიმე მაგალითიც მოვიყვანე. იმ მიმართულებებში, რომლებიც გვინდა ციფრულ ეკონომიკაში განვავითაროთ, მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწიწლიშეიტანა ესტონეთის გამოცდილებამ. ჩვენ გაზიარებული გვაქვს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც, მაგრამ რა თქმა უნდა, შევეცადეთ, ჩვენი რეფორმების პაკეტი დღეს არსებული გამოწვევების მიხედვით მომზადებულიყო, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში და ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს ძალიან ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, თუმცა მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი - ანუ აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თანაბრად არ მონაწილეობს ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და განაწილებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ ეს პოლიტიკა გამოვასწოროთ", - განაცხადა ბახტაძემ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)