|
2018-06-25 09:59:23, 1065 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი: „აწარმოე საქართველოში" პროგრამით 400-მდე პროექტია დაფინანსებული
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, პროგრამით „აწარმოე საქართველოში" დაახლოებით 400-მდე პროექტია დაფინანსებული, ჯამური საინვესტიციო მოცულობა 900 მლნ ლარზე მეტია, ხოლო დასაქმებულია 15,000-მდე ადამიანი. გიორგი ჩერქეზიშვილმა 24 ივნისს ბათუმში პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით შექმნილი კიდევ ერთი საწარმო გახსნა, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს. „მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარებისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ აჭარის რეგიონში პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, კომერციული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით სარგებლობს 14 კომპანია, რომელთა მხრიდან განსახორციელებელი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 25,5 მლნ ლარს აღემატება, ხოლო ბანკებიდან გაცემული სესხების მოცულობა 17 მლნ ლარს აღწევს. პროგრამის სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში აჭარაში ამ დროისთვის 2 საშუალო და მაღალი სტანდარტის სასტუმრო ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)