16:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-24 14:45:51, 919 ნახვა

სამართალი
პოლიციამ მოტოციკლის ქურდობაზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ნასამართლევი რ.გ., ქურდობის ფაქტზე   დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 ივნისს, ერთ-ერთ ღამის კლუბში ღონისძიებაზე მყოფი სტუმრის, დ.ლ.-ს კუთვნილი მოტოციკლი ამავე კლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. მოპარული მოტოციკლი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, სატრანსპორტო საშუალება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics