|
2018-06-22 17:10:30, 853 ნახვა
რეგიონი
პუტინი, რუსეთის პატრიარქი და ასადი - ვინ არიან მიწვეული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ დღეზე
ე.წ. სამხრეთ ოსეთი 26 აგვისტოს "დამოუკიდებლობის" 10 წლისთავს აღნიშნავს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. "სპუტნიკი" სეპარატისტული რეჟიმის მიერ ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრების სიას აქვეყნებს. მიწვეული სტუმრების სიაში არიან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ვენესუალას ლიდერი ნიკოლას მადურო, ნიკარაგუას პრეზიდენტი დანიელო ორტეგა, ნაურუს ლიდერი ბარონ დივავესი ვაკა, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, ოკუპირებული ლუგანსკის ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო და მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელი ბაკო სააკიანი. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერის პრეს-მდივნის ინფორმაციით, ღონისძიებას შესაძლოა რუსეთის პატრიარქი კირილეც დაესწროს. მისივე თქმით, მანამდე ცნობილი გახდა, რომ 10 წლის "იუბილეს" სერბეთის პრეზიდენტი მილორად დოდიკი დაესწრებოდა. ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში ჯერ რუსეთმა, ხოლო შემდეგ ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ აღიარეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)