|
2018-06-21 16:09:23, 763 ნახვა
კომენტარი
ტყიბულის შახტაში დაღუპული მამაკაცის ოჯახი უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას უცხადებს
ტყიბულის შახტაში დაღუპული 25 წლის პავლე გამეზარდაშვილის ოჯახი უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას უცხადებს. როგორც დაღუპულის ძმამ, მირზა გამეზარდაშვილმა აღნიშნა, ექსპერტებმა ვერ მოახერხეს შემთხვევის ადგილის უშუალოდ დათვალიერება. მისივე თქმით, შახტაში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. "პროფკავშირების და უკრაინელი ექსპერტების განცხადება არის არის სრული სიცრუე. შახტაში, როცა ჩავიდნენ, ნახეს დახურული სივრცე, თუმცა უშუალოდ ის ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა, მათ შესწავლილი არ აქვთ. მეორე დღესვე ის ადგილები დაილუქა და საერთოდ რაზე საუბრობენ ისიც არ ვიცი. როგორც დაზარალებულს მაქვს გამოძიებასთან ურთიერთობა. საგამოძიებო ჯგუფი რასაც იძიებს, მანდ საუბარი აფეთქება არ არის", - განაცხადა მირზა გამეზარდაშვილმა და დასძინა, რომ ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება. ცნობისთვის, ექსპერტების დასკვნით, ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)