|
2018-06-21 10:59:12, 696 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია უახლოეს დღეებში წარედგინება
„ჩვენ გვაქვს უკვე პირობა მიღებული მთავრობის ახალი შემადგენლობისგან, რომ უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, სიის მოცემულ ვადაში წარდგენა მთავრობამ ობიექტური მიზეზით ვერ შეძლო. „ჩვენ ვადევნებდით თვალყურს ამ პროცესს. რეზოლუციაზეა აქ საუბარი, კანონით არ არის დადგენილი აქ შესაბამისი ვალდებულება. 15ივნისამდე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ეს სია, თუმცა, მიზეზი იყო ობიექტური, მიზეზი იყო ის, რომ შეიცვალა ზუსტად ამ დროისთვის მთავრობის შემადგენლობა, გადადგა პრემიერმინისტრი, ზუსტად იმ დროს, როცა უნდა დაემტკიცებინა მთავრობას 15 ივნისამდე შესაბამისი სია. როგორც კი შეიკრიბება მთავრობა, რა თქმა უნდა, განახლდება მსჯელობა სიასთან დაკავშირებით და ჩვენ გვაქვს უკვე პირობა მიღებული მთავრობის ახალი შემადგენლობისგან, რომ უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი, შეძლებისდაგვარად, მალე იქნება წარმოდგენილი, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. ამ კონსულტაციებში ჩართული იყო, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიცია. ზუსტად ამ კონსულტაციების შედეგი იქნება ის სია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)