|
2018-06-20 21:06:18, 819 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გადავდივართ ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე
„ღირსეული პრემიერ-მინისტრი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, რომელიც დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაუძღვება ქვეყნის მართვას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. „დღევანდელი დღის მთავარი მოვლენა იყო მამუკა ბახტაძისთვის ნდობის გამოცხადება პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე და მე მოხარული ვარ, რომ ამ პოზიციას იკავებს ღირსეული ადამიანი. ღირსეული პრემიერმინისტრი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, რომელიც დარწმუნებული ვარ წარმატებით გაუძღვება ქვეყნის მართვას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ გადავდივართ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე და მე მინდა, წარმატებები ვუსურვო მამუკა ბახტაძეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა 99 ხმით მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)