21:24 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 18:55:10, 970 ნახვა

საზოგადოება
საქართველო საავიაციო რალის უმასპინძლებს

ავიაკომპანია „სერვისეარის" და ტურისტული კომპანია "Vanilla Sky"-ის ორგანიზებით, 23 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველო საჰაერო კლუბ "Rallye Aéro France"-ის ეგიდით მიმდინარე საავიაციო რალის უმასპინძლებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ევროპულმა რალიმ 16 ივნისს, საფრანგეთში აიღო სტარტი. დადგენილი განრიგით, სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ბულგარეთის და თურქეთის საჰაერო სივრცეში ფრენის შემდეგ, 23 ივნისს, 18 ერთეული მცირე ზომის საჰაერო ხომალდი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება. საჰაერო ხომალდების მფლობელები, პილოტები და მათი თანმხლები ტურისტები საქართველოში ერთ კვირას დაჰყოფენ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული ფრენის გეგმების მიხედვით, საავიაციო რალის ქართული ნაწილი შემდეგი მარშრუტით წარიმართება: 24 ივნისს გაფრენა ბათუმიდან ნატახტარის აეროპორტში, 25 ივნისს გაფრენა ნატახტარიდან თელავის მიმართულებით, 26 ივნისს დაბრუნება ნატახტარის აეროპორტში, 27 ივნისს გაფრენა მესტიაში და 28 ივნისს გამოფრენა მესტიიდან ქუთაისში. 29 ივნისს, საჰაერო ხომალდები დატოვებენ საქართველოს საჰაერო სივრცეს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამსუნის მიმართულებით გაემგზავრებიან.

რალის მონაწილე საჰაერო ხომალდებს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის ნებართვა სააგენტოს მიერ 20 ივნისს მიენიჭა. დოკუმენტაციის შესწავლას და "Rallye Aéro France"-სთვის ტექნიკური ხასიათის კონსულტაციების გაწევას საქართველოს საავიაციო ხელისუფლება მიმდინარე წლის თებერვლიდან ახორციელებდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics