|
2018-06-19 16:48:40, 1218 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე ინიციატივით გამოდის, ყველა გადამხდელს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება ჩამოეწეროს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ინიციატივით გამოდის, რომ ყველა გადამხდელს 2013 წლის პირველ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება ჩამოეწეროს. როგორც მან აღნიშნა, ინიციატივა დაახლოებით 36 ათას გადამხდელს შეეხება. მინდა, ძალიან მნიშნელოვანი ინიციატივის შესახებ გითხრათ. როდესაც ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებსა და ქართული კომპანიების მნივნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახადო ვალდებულებები. აქედან გამომდინარე და იმ მნიშვნელოვანი იდეის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ეკონომიკაში გვსურს, თითოეული აქტივი მონაწილეობდეს სრულფასოვნად, ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ ყველა გადამხდელს 2013 წლის პირველ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება. ეს შეეხება დაახლოებით 36 ათას გადამხდელს. მათ უკან დგას ქართული ოჯახები, ენერგია და საშუალება, რომ განაგრძონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)