|
2018-06-19 16:23:15, 629 ნახვა
კომენტარი
გახარია: ხორავას ქუჩის საქმეზე არც ერთ მიმართულებას არ გამოვრიცხავთ
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვას უპასუხა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და არც ერთ მიმართულებას არ გამორიცხავს. ,,პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამაზე, სწორედ აქედან გამომდინარე, არ გამიკეთებია კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება ძალზედ აქტიურად და ხაზგასმით მინდა აღვინიშნო რომ გამოძიება არ გამორიცხავს არც ერთ მიმართულებას. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და აბსოლუტურად ტრანსპარენტულად, შესაბამისად ყველა ის შედეგი რომელიც დადგება ამ გამოძიების ფარგლებში იქნება ღია, სამართლიანი და მას ასევე ტრანსპარენტულად გაეცნობა ყველა ჩვენი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არც ერთ მიმართულებას არ გამოვრიცხავ, რამეთუ სასამართლო განხილვების პროცესში ბევრი დამატებითი ახალი ფაქტორი გამოვლინდა, სწორედ ამიტომ იყო პირველი გამოძიების შემდგომ გამოყოფილი ცალკე ორი საქმე რამეთუ გვესმოდა, რომ ეს იყო არასრულწლოვნების საქმე და იქ იყო გარკვეული შეზღუდვები და გარკვეული დამატებითი ინფორმაციები შესაძლებელი იყო გამოჩენილიყო სასამართლო პროცესების განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)