|
2018-06-19 15:32:18, 698 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: დეპუტატებს გვაქვს სურვილი, გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ და მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა
„დეპუტეტებს გვაქვს სურვილი, რომ გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ, მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა“, - ამის შესახებ უმრავლობის წევრმა არჩილ თალაჯვაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მან თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს თხოვნით მიმართა, რომ დეპუტატებს გარკევული პერიოდის განმავლობაში შეიარღებულ ძალებში ყოფნის შესაძლებობა მიეცეთ. „მინდა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს გამოვეხმაურო, ბატონო ლევან, თქვენ გაქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა რეფორმებსა და თავდაცვის უნარიანობის გაუმჯობესებაში. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ სამშობლოს და იცავენ მშვიდობას მსოფლიოს ურთულეს წერტილებში და რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა მათ მიმართ მაღალია. დეპუტეტებს გვაქვს სურვილი რომ გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ, მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა და მომზადება და მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახური დიდ პატივია, შესაბამისად ველით თქვენს თანხმობას ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)