|
2018-06-19 13:42:03, 631 ნახვა
კომენტარი
გახარია: შსს-ს რეფორმების ძირითადი მიზანი ქვეყანაში უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდაა
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილი და მიმდინარე რეფორმების შესახებ ანგარიში წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო კონცენტრირებულად მუშაობს იმ რეფორმების გასატარებლად, რომლის ძირითადი მიზანი ქვეყანაში უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მართლწესრიგი, ეფექტიანი პოლიცია და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი განვითარების დღევანდელ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის, რამეთუ გვესმის, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ვერანაირი ეკონომიკა, ვერანაირი ტურიზმი, ვერანაირი კულტურა, ვერანაირი განათლება ვერ განვითარდება. ამიტომაც, ჩვენ სრულიად კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმ რეფორმების გასატარებლად, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდა ჩვენს ქვეყანაში. რეფორმების ამ პაკეტს ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება, რამეთუ გვესმის, რომ დღევანდელი გამოწვევების პირობებში, პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამდვილად საჭიროებს სისტემურ განახლებას და მე ორიოდე სიტყვით მინდა მოგახსენოთ იმ შედეგებზე, რომელიც უკვე გვაქვს დეკემბრიდან დაწყებული 6 თვის განმავლობაში, მეშვიდე თვეა და იმ გეგმებზე, რომლებსაც წლის ბოლომდე შევასრულებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)