|
2018-06-19 12:50:33, 935 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: ფინანსთა სამინისტროს ყველა რეფორმა ემსახურება ქვეყნის ფისკალური მმართველობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას
ფინანსთა სამინისტროს ყველა რეფორმა ემსახურება ქვეყნის ფისკალური მმართველობის ახალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ნიკოლოზ გაგუამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი პოლიტიკის და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ ფინანსთა მინისტრის კანდიდატის რანგში. დღეს მე წარმოვადგენ ფინანსთა სამინისტროს, მის იმ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ორიენტირებულია რეფორმებზე, მათ წარმატებით განხორციელებასა და აღნიშნული რეფორმების კონკრეტულ შედეგებზე. ყველა ეს რეფორმა ემსახურება ქვეყნის ფისკალური მმართველობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას, რომელიც ქმნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მყარ ფუნდამენტს ეკონომიკაში“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)