|
2018-06-18 15:01:54, 913 ნახვა
სამართალი
შსს - გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პირები დაიკითხებიან, ასევე ჩატარდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს შეისწავლის. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, კადრებში დაფიქსირებული პირები გურიის პოლიციის დეპარტამენტში დაიკითხებიან. ფაქტის ირგვლივ, ასევე, ჩატარდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები. „აღნიშნული პირების დაკითხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ივნისს ოზურგეთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის - ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე დაიწყო. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა და ბრალი წარედგინა ინციდენტში მონაწილე პირს, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ტარიელ აროშიძეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა კადრები, სადაც საუბარია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს „ოცნების“ დეპუტატებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას სთავაზობს, სანაცვლოდ კი, საჩივრის გამოტანას თხოვს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)