|
2018-06-18 12:58:56, 857 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: თეა წულუკიანის მიმართ ბევრი დასაბუთებული პრეტენზია არსებობს
თეა წულუკიანის მიმართ არასებობს ძალიან ბევრი დასაბუთებული პრეტენზია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, იუსტიციის მინისტრმა ეფექტური რეფორმების გატარება ვერ შეძლო. ის მიიჩნევს, რომ წულუკიანი ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში არ უნდა იყოს. „ბოლო დროს განვითარებულ ამოვლენებმა, განსაკუთრებით ნათლად გამოაჩინა რომ მართლმსაჯულების სისტემა, შეიძლება ითქვას, საქართველოში ვერ შედგა, ვერ აშენდა. საბაზისო ფუნდამენტური საკითხები ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და თავიდან არის დასაწყები ამ სისტემების შექმნა.აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ, მინისტრთა ახალმა კაბინეტმა, ახალი პრემიერის ხელმძღვანელობით, უნდა აღიაროს და თვალი გაუსწოროს მართლმსაჯულების სფეროში არსებულ კრიზისს და ამ აღიარების ერთ-ერთი დამადასტურებელი იქნება ის, რომ იუსტიციის მინისტრმა, რომელმაც ამდენი მიმართულებით ვერ შეასრულა დაკისრებული ფუნქციები, არ იყოს ახალი კაბინეტის წევრი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ახალ მინისტრთა კაბინეტს დღეს წარადგენს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)