13:27 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 12:10:56, 684 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კახიანი - მთავრობის ახალი შემადგენლობა კვირის ბოლომდე დამტკიცდება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობა კვირის ბოლომდე დამტკიცდება.

„ერთი დღე დაეთმობა საკომიტეტო განხილვებს და მთავრობის შემადგენლობის წარმომადგენლებთან მოხდება შეხვედრები, გასაუბრება და ასე შემდეგ. ერთი დღე დაეთმობა პოლიტიკურ ნაწილს ასე ვთქვათ უმრავლესობა, უმცირესობა ფრაქციების შეხვედრა, ერთი დღეს დაეთმობა უკვე პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე კვირაში ეს პროცესი დასრულდება კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე დღეს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას წარადგენს. ამასთან, ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ სამინისტროების შემცირებას გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი სამინისტროები გაერთიანდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics