|
2018-06-15 16:49:06, 801 ნახვა
სამართალი
ზურა ჯაფარიძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, სარჩელი და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. საქმეს მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავდა. ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ის საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. "მურუსიძემ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებებს, თითქოს მე ვაგინე და ვეჭიდავე პოლიციელებს - და დამაკისრა 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა. შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი. პროკურატურაში შეტანილი მაქვს საჩივარი იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც მისცეს ცრუ ჩვენებები. ჯერჯერობით დუმილია. არ გადავიხდი“, - ამბობს ჯაფარიძე. საქმე ეხება 3 მაისს მომხდარ ინციდენტს, როდესაც პარტიის 3 ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის მუხლებით დააკავეს. მეგრელიშვილსა და ხვიჩიას სასამართლომ 10-10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ჯაფარიძეს კი 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)