13:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 14:46:33, 735 ნახვა

სამართალი
ომბუდსნემი მირზა სუბელიანის საქმეზე დამატებითი გამოძიების დაწყებას ითხოვს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ომბუდსმენმა, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე მირზა სუბელიანის დაკავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს, თუ რა კავშირი აქვს სუბელიანს ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმესთან. 

„ვიცით, რომ დაიჭირეს მირზა სუბელიანი, ის ბრალს აღიარებს, თუმცა, ეს არაფერს ცვლის და საბოლოოდ, ბრალი უნდა დაუმტკიცდეს სასამართლოს მიერ, მაგრამ ჩვენ არაერთგზის გვესმოდა, რომ ის იყო ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროში და მისი გავლენები უკავშირდება თუნდაც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას, რომელიც ფაქტობრივად დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ. შესწავლილი მაქვს ყველა საქმე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა და ყველა ასეთ საქმეზე სტრასბურგი საქართველოს ეუბნება, რომ უნდა გამოიძიოთ და პასუხისგებაში მისცეთ ყველა ის პირი, ვინც ამაში მონაწილეობდა. ფაქტია, რომ ამ კაცის სახელი და გვარი ბევრ საქმეში როგორც არაფორმალური გავლენის მქონე ადამიანის, ფიგურირებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, მირზა სუბელიანი 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ბრალდება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. სუბელიანმა თავი დამნაშავედ ცნო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics