|
2018-06-15 12:40:30, 960 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ფონდი „სიცოცხლის ხე“ შშმ ბავშებისთვის ინკლუზიური ჩართულობის მიზნით ღონისძიებას გამართავს
„საქართველოს ბანკის“ ფონდ „სიცოცხლის ხის“ ორგანიზებით, 16 ივნისს, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად, ინკლუზიური ხასიათის საბავშვო ღონისძიება მოეწყობა. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სპეციალურად ღონისძიების დღისთვის, ბავშვებისთვის შემუშავდა სპეციალური საკონცერტო და გასართობი პროგრამა, თითების თეატრის წარმოდგენა. ბავშვები შეხვდებიან მათთვის საყვარელ მულტფილმების და ზღაპრების გმირებს, ილუზიონისტს. სათამაშო კუთხეში წარმოდგენილი იქნება გრანდიოზული საპნის ბუშტები, საინტერესო თამაშები და აქტივობები. საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ წლებია ზრუნავს შშმ ბავშვებზე და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინკლუზიური საზოგადოების შექმნაში. წელსაც ბანკმა გადაწყვიტა, ბავშვებს კიდევ ერთი მხიარული, ფერადი და ხალისიანი დღე აჩუქოს. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ბანკის მიერ დაფინანსებული სოციალური პროექტების, დღის ცენტრების, სარეაბილიტაციო ცენტრების ბენეფიციარები და საქართველოს ბანკის თანამშრომლების შვილები. საქართველოს ბანკის ფონდი წლებია ზრუნავს შშმ ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინკლუზიის ხელშეწყობაზე, 2014 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით მთელს საქართველოში 50- ზე მეტი პროექტი განხორციელდა, მათ შორის: შშმ ბავშვებისთვის ეტლების გადაცემა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სენსორული ოთახების მოწყობა, ადაპტირებული სახელმძღვანელოების გამოცემა, აუტისტური კლასის მოდელის შექმნა, სასწავლო დაწესებულებების ადაპტირება, ადაპტირებული სათამაშო მოედნის მოწყობა, პარაორკესტრის შექმნა. დამატებითი ინფორმაცია სიცოცხლის ხის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: www.tree.ge
(R)
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)