|
2018-06-14 19:49:23, 4036 ნახვა
სპორტი
ომბუდსმენი: მნიშვნელოვანია, ბავშვთა მიმართ ძალადობრივი გარემოს შესაცვლელად, ეფექტური ღონისძიებები გატარდეს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს და შეშფოთებულია ბათუმში, ოთხი წლის ბავშვის სავარაუდო ცემასა და მკვლელობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა სახელმწიფო უწყებას, დროულად გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტი და მიიღონ შესაბამისი ზომები პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად. „ამასთან, მნიშვნელოვანია ეფექტიანი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში ბავშვთა მიმართ არსებული ძალადობრივი გარემოს შესაცვლელად. საქართველოში არა ერთი წელია მწვავე პრობლემად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა, ბავშვის დაცვა ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისგან და დახმარების ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელება. სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ძალადობრივ დამოკიდებულებას ადგილი აქვს საზოგადოებაში, ოჯახში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში. თუმცა, საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან ერთად, ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაჩვენებელზე საგანგაშოდ აისახება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების სისტემური ხარვეზები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის წევრი სახელმწიფოები (მათ შორის საქართველოც) ვალდებული არიან დაიცვან ბავშვი ნებისმიერ სახის ძალადობისგან. საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვთა მიმართ ძალადობრივი გარემოს შეფასებასა და გამომწვევი ფაქტორების შესწავლას. ასევე, მოითხოვს სახელმწიფომ დროულად გაატაროს ღონისძიებები ბავშვთა სხეულებრივი დასჯის აკრძალვის შესახებ, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელ და უმწვავეს პრობლემად რჩება. 2018 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს კამპანიის დაწყებას, რათა არასრულწლოვნებს შეეძლოთ ძალადობის შესახებ დაუბრკოლებლად და სრული კონფიდენციალურობის დაცვით მიმართონ შესაბამის ორგანოს და მოითხოვონ მათი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა. ბავშვებს დღესაც შეუძლიათ ნებისმიერ დროსა და ანონიმურობის სრული გარანტიით ცხელი ხაზის მეშვეობით მომართონ სახალხო დამცველის აპარატს ცხელი ხაზის ნომერზე – 1481", – აცხადებს ნინო ლომჯარია. შეგახსენებთ, რომ ბათუმში ოთხი წლის ბავშვი ცემის შედეგად გარდაიცვალა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული, ოჯახის ახლობელი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სსკ-ს 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)