|
2018-06-14 19:05:55, 794 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: ბახტაძის ხედვები მისასალმებელია, ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ
მამუკა ბახტაძის ხედვები არის მისაღები და მისასალმებელი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე ყველაფრის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა დროის სიმცირის გამო არ ყოფილა. „ვრცელი საუბრის და დეტალების განხილვის დრო საათ-ნახევარში, რასაკვირველია, არ გვქონდა უმრავლესობის შეხვედრაზე. მაგრამ არაერთი წინა შეხვედრა უძღოდა დღევანდელ შეხვედრას ფინანსთა მინისტრთან და დეტალებში განვიხილეთ, რა მიმართულებები არის პრიორიტეტული, სოციალურიდან დაწყებული, განსაკუთრებულ თემაზე, რასაც ჰქვია საქართველოს სატრანზიტო სისტემების განვითარება. მისი ხედვები განათლების სისტემიდან დაწყებული დამთავრებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, არის მისაღები და მისასალმებელი. ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ“,- განაცხადა ვოლსკიმ. მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებისა და თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის შესახებ დასმულ კითხვაზე ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ საკითხს მამუკა ბახტაძე თავად შეაფასებს. „მინისტრების გადაყენებას მოითხოვენ, ქვეყნის დესტაბილიზაციას მოითხოვენ, რყევას მოითხოვენ და დაპირისპირებებში მაღალ ხარისხს მოითხოვენ. რასაკვირველია, მამუკა ბახტაძე ამ მოთხოვნების გარეშე შეაფასებს სიტუაციას და წარმოადგენს თავის კანდიდატურს“,- აღნიშნა გია ვოლკიმ.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძე წარადგინა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)