|
2018-06-14 17:58:57, 726 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ახალ პრემიერს უნდა ჰქონდეს ეკონომიკური განათლება და ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება
„დღეს ვიწყებთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის და სამთავრობო ცვლილებების განხილვას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლამდე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუნდი უპირატესობას ეკონომიკურ განათლებას მიანიჭებს. „დღეს ვიწყებთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის და სამთავრობო ცვლილებების განხილვას, რომელიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. კანდიდატურებთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები უკვე დაწყებულია, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა. ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმებია ის, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს ეკონომიური განათლება, ეკონომიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება, წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა იმ მიმართულებით, რომელიც შეეხება სოციალურ საკითხებს, იმ შედეგებს, რაც ბოლო პერიოდშია ცნობილი. არაერთი ოჯახი ისევ რჩება სიღარიბის პირისპირ, ჩვენი მოლოდინია, რომ ახალ სამთავრობო გუნდს ექნება აქტიური სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით“, –აღნიშნა თალაკვახემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდი გაფართოებულ შეხვედრას მართავს. შეხვედრის შემდეგ პრემიერობის კანდიდატი დასახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პოსტზე უმრავლესობა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, მამუკა ბახტაძეს წარადგენს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)