19:32 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 16:17:01, 526 ნახვა

საზოგადოება
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

კანონპროექტის საჯარო განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  ლევან დავითაშვილი უძღვებოდა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება, ერთი მხრივ, განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებით, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიდგომით ქვეყანაში დაინერგოს მაღალი გარემოსდაცვითი  პასუხისმგებლობისთვის ეფექტიანი სისტემა. ახალმა კანონმა გარემოზე ნებისმიერი სახის ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების/აღმოფხვრის სამართლებრივი რეგულირება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად უნდა მოახდინოს, რაც გულისხმობს გარემოს დაზიანების შემთხვევაში, მის აღსადგენად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის სახსრებით.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს საზოგადოებაში მკაცრი გარემოსდაცვითი პრინციპის დანერგვა, შემაკავებელი ეფექტის მქონე ფინანსური სანქციების დაწესება და ზიანის პრევენციის მექანიზმების ამოქმედება.

კანონპროექტის საჯარო განხილვას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი დარგობრივი უწყებების, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics