|
2018-06-13 21:44:01, 764 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ახალი სისხლი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ
„რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის მოღვაწეობას, რა თქმა უნდა იყო წარმატებები, თუმცა მგონია, რომ ახალი სისხლი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებთ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილმა ის შენიშვნები გამოთქვა, რომელიც სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის გადაწყვეტილებების ეფექტურობაზე ჰქონდა. „გუნდში იყო მსჯელობა ზოგადად არსებულ მდგომარეობაზე, არსებულ სიტუაციაზე. გუშინ იყო შეხვედრა, სადაც მონაწილეობდა უმრავლესობა, იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები. ასევე პარტიის თავმჯდომარე, ესწრებოდა ამ შეხვედრას. მანაც თავის მოსაზრებები დააფიქსირა და მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემაა დღეს ქვეყანაში. ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა, კოორდინაცია განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან. რაც შეეხება გიორგი მოღვაწეობას, რა თქმა უნდა ბევრი დადებითი იყო, იყო წარმატებები. თუმცა არის სერიოზული გამოწვევები. ზოგადად გუნდის განახლებას რაც შეეხება, პრემიერის გადაწყვეტილებას, ახალი სისხლი მგონია, რომ კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს რომელიც დღეს აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება, სადაც პრემიერის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)