|
2018-06-13 18:13:08, 651 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის ახალ მოადგილესთან ტუია ალტანგერელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ზურაბ პატარაძემ ტუია ალტანგერელს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო და გაეროს განვითარების პროგრამის დადებით შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გაეროს განვითარების პროგრამასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, რეგიონის კეთილდღეობისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა. „გაეროს განვითარების პროგრამის უშუალო თანადგომით რეგიონში ხდება ისეთი სფეროების განვითარება, როგორებიცაა: ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და გარემოს დაცვა. განსაკუთრებულია პროექტ ENPARD-ის როლი აგრარულ დარგში მეტი ცოდნის ხელმისაწვდომობის, წარმოების ზრდისა და დარგის ინსტიტუციური განვითარების კუთხით" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთავრობს თავმჯდომარემ გაეროს წარმომადგენელს რეგიონის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა, როგორებიცაა ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზები, ესტაკადას და სტადიონის მშენებლობა, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, ასევე, სპორტული ტურიზმის განვითარების მიმართულებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, აღინიშნა, რომ რეგიონისათვის ნაყოფიერი და საინტერესო პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს რეგიონში მასპინძლობისთვის და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
(NS)
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)